Thumbnail

31 იანვარს Lil Wayne ახალ ალბომს Funeral გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

31 იანვარს გაყიდვაში გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, დუეინ კარტერის, ფსევდონიმით Lil Wayne, ახალი ალბომი Funeral ჩაეშვება. ლუიზიანელმა მუსიკოსმა სტუდიური ნამუშევარი ინსტაგრამზე დააანონსა. 

► Lil Wayne-ის თვითმფრინავიდან პოლიციამ იარაღი და კოკაინი ამოიღო 

► მოუსმინეთ: Lil Wayne - Cap & Grown 

► Lil Wayne: დღესდღეობით ერთადერთ რეპერს ვუსმენ 

View this post on Instagram

1/31

A post shared by Lil Wayne (@liltunechi) on

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული