Thumbnail

BTS პირველი კორეული პროექტია, რომლის ალბომიც აშშ-ში ყველაზე მეტჯერ გაიყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ჯგუფი BTS პირველი სამხრეთკორეული მუსიკალური პროექტი გახდა, რომლის 2018 წლის ალბომსაც Love Yourself: Answer ამერიკის ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) პლატინის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სტუდიური ჩანაწერის ერთი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ამასთან, პლატინის წოდება მიენიჭა ნამუშევარში წარმოდგენილ კომპოზიციას Idol.

► ნახეთ: BTS ახალი ალბომის პირველ სინგლს Black Swan ავრცელებს

► ნახეთ: BTS-მა გლობალური პროექტი Connect, BTS დაიწყო 

აშშ-ში ალბომმა ჯერ კიდევ გამოსვლის წელს, 2018-ში მიიღო ოქროს სტატუსი, რა შედეგიც 2019 წელს "ბითიესის" მომდევნო სტუდიურმა ნამუშევარმა Map of the Soul: Persona გაიმეორა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული