Thumbnail

ნახეთ: ჩესტერ ბენინგტონის პირველმა ჯგუფმა Grey Daze დოკუმენტური ფილმი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Linkin Park-ის ყოფილი ფრონტმენის, ჩესტერ ბენინგტონის პირველმა ბენდმა Grey Daze რვაწუთიანი დოკუმენტური ფილმი გაავრცელა. სურათში კოლექტივის წევრები და ჩესტერის მშობლები ჯგუფის ჩამოყალიბების პერიოდს იხსენებენ, როდესაც ბენინგტონი მხოლოდ 15 წლის იყო. ნამუშევარში ასევე იხილავთ "გრეი დეიზის" ახალ ალბომზე მუშაობის ამსახველ კადრებს.

ბენინგტონი 1993 წელს, კასტინგის წარმატებით გავლის შემდეგ "გრეი დეიზის" ფრონტმენი გახდა. ბენდი 5 წლის შემდეგ დაიშალა. 2017-ში, ჩესტერის გარდაცვალებამდე არტისტებმა ხელახლა შეკრება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, კოლექტივი მუსიკოსის სიკვდილის შემდეგ, 2018 წელს აღდგა და ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. სტუდიურ ჩანაწერში ჩესტერის ვოკალიცაა გამოყენებული. ნამუშევარი გაზაფხულზე გამოიცემა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული