Thumbnail

ნახეთ: Griselda კომპოზიციას DR. BIRDS ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სადებიუტო ალბომის WWCD პრომოუშენის მიზნით, ბუფალოელი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda ჯიმი ფელონის გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში კოლექტივის წევრებმა: ვესთსაიდ განმა, ქანვეიმ და ბენიმ კომპოზიცია DR. BIRDS შეასრულეს. ჩანაწერის პროდიუსერები Beat Butcha და Daringer არიან.

► მოუსმინეთ: Griselda ალბომს WWCD ავრცელებს

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda ტრეკის DR BIRDS კლიპს ავრცელებს

► მოუსმინეთ: Griselda - Bang (Remix) Ft. Eminem

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრიზელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 2019 წლის მიწურულს კოლეგებმა გაყიდვაში სადებიუტო კოლაბორაციული ალბომი WWCD ჩაუშვეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული