Thumbnail

Slash: მუსიკალური ინდუსტრია ისე შეიცვალა, არ ვიცით, ახალ ნამუშევრებს რა მოვუხერხოთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტ სლეშს Guitar.com-თან ინტერვიუში ჰკითხეს, რა არის ახალი კოლექტივის მომავალ ალბომთან დაკავშირებით. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Chinese Democracy ბენდმა 2008 წელს გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში კოლექტივის კლასიკური შემადგენლობიდან მხოლოდ ფრონტმენი ექსლ როუზი და კლავიშისტი დიზი რიდი მონაწილეობდნენ.

► მამაკაცს Guns N' Roses-ის კონცერტებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალეს

► Guns N' Roses-ის ჰიტმა Sweet Child o' Mine იუთუბზე რეკორდი დაამყარა

► Slash-მა ყველა დროის ფავორიტი მუსიკალური ალბომები დაასახელა

"ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. რაღაც მუშაობა მიდის, მაგრამ დეტალები ჯერ არ ვიცით. ეს, ალბათ, თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ბუნების ბრალია. ანუ გვაქვს მასალა, გვაქვს ჩანაწერები, მაგრამ კარგად არ ვიცით, რა უნდა მოვუხერხოთ მათ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვირჩევენ, ჩავწეროთ ალბომი და ძველებური სტილი გავაგრძელოთ. სხვები კი გვეუბნებიან, ჩვენ არც კი ვიცით, ჩანაწერის ყიდვა რას ნიშნავსო", - განაცხადა სლეშმა.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ ბალადები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული