Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის ქანდაკება, რომელიც თაყვანისმცემლებმა დაიწუნეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინტერნეტში ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ ამარუ შაკურის ქანდაკების ფოტო გავრცელდა, რომელმაც მუსიკოსის თაყვანისმცემლების კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, სკულპტურას რეპერთან არაფერი აქვს საერთო. ბრინჯაოსგან დამზადებული ფიგურა, რომელსაც ხელში ბიბლია უჭირავს, 2005 წლიდან ჯორჯიის შტატში, სთონ მაუნთინის ტერიტორიაზე 2Pac-ის სახელობის ხელოვნების ცენტრის ეზოში იდგა. ქანდაკება მას შემდეგ აიღეს, რაც 2014 წელს დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 

► ნახეთ: ავტომობილი, რომელშიც 2Pac ჩაცხრილეს, აუქციონზე იყიდება

► უილ სმიტი: ვნანობ, ჩემს ცოლსა და 2Pac-ზე რომ ვეჭვიანობდი

სკულპტურა განხილვის საგნად მას შემდეგ იქცა, რაც "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა გავრცელებულ ფოტოს მცდარი ინფორმაცია დაურთო, თითქოს ეს ქანდაკება დალასში ახლახან დადგეს. 

"ეს 3Pac-ს უფრო ჰგავს", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ბოდიში, მაგრამ ეს თუფაქი არ არის".

"ჩემმა 5 წლის დისშვილმაც კი იცის, რომ ეს ქანდაკება 2Pac-ს არ ჰგავს. შეწყვიტეთ გარდაცვლილი ადამიანების  შეურაცხყოფა“.  

"აბოლიციონიზმის მომხრეს უფრო ჰგავს 1800-იანი წლებიდან".

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული