Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. REPUBLIC: ერეკლე დეისაძე | Nikakoi 

31 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" ნანიკო ჭეიშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ნიკა მაჩაიძე და ერეკლე დეისაძე წარდგებიან. 

4. BASSIANI / HOROOM: Kancheli | Skyra | Zesknel | Zitto

31 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ქართველ არტისტებს მასძინლობს. კლუბის მთავარ სცენას Skyra, Kancheli, Zesknel და Zitto დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Mercurrio, Ninasupsa და Spacejam 92 წარდგებიან. 

3. MONO HALL: Christian Löffler | Parra for Cuva | Breathdub | Hatsvali | Roma J

31 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს Mono Hall გერმანელ არტისტებს, Christian Löffler-სა და Parra For Cuva-ს მასპინძლობს. მათთან ერთად მსმენელთა წინაშე Hatsvali, Roma J და Breathdub წარდგებიან. ღონისძიება TIVI-ის ორგანიზებით ჩატარდება. 

2. KHIDI: Mannequin Records Night

31 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს კლუბში "ხიდი" ცნობილი ლეიბლის Mannequin Records ღამე გაიმართება. მსმენელთა წინაშე იტალიელი დიჯეი და პროდიუსერი Alessandro Adriani წარდგება. მასთან ერთად მთავარ სცენას ბრიტანული დუეტი Giant Swan, ასევე December და Vulkanski დაიკავებენ. G2-ში კი Barem და Digital Groove Affair დაუკრავენ.

1. LENO SESSIONS: LOUDspeakers-ის კონცერტი

1 თებერვალი (შაბათი)

1 თებერვალს Leno Sessions-ის რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება. მსმენელთა წინაშე ქართული როკ ჯგუფი LOUDspeakers წარდგება. კონცერტი ახმეტელის ქუჩაზე, Leno Records-ის ხმის ჩამწერი სტუდიის სივრცეში ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული