Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ის ახალი ფოტო ციხიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის შეყვარებულმა, ჯეიდმა ინსტაგრამზე ციხეში მუსიკოსთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა და ტეკაშის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

► Tekashi 6ix9ine-მა გამოძიებასთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ითანამშრომლოს

"მათ შენ გაგიტაცეს, სექსი ჰქონდათ შენი შვილის დედასთან, მილიონობით დოლარი მოგპარეს, შენს მოკვლას ცდილობდნენ. თუ დამნაშავეებს ჩაუშვებ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ხალხი შენს მოკვლას შეეცდება, რადგან ვირთხა გახდი; თუ არ დაასმენ, 47 წლით ციხეში ყოფნა მოგიწევს, სადაც ასევე ენდომებათ, რომ სიცოცხლეს გამოგასალმონ. მას, ვინც 19 ადამიანი მოკლა, 5 წელი შეუფარდეს, შენ არავინ მოგიკლავს და 2 წელი მოგისაჯეს. ეს საშინელი უსამართლობაა. ვერ გაგტეხენ. არავის ესმის, კიდევ რატომ უყვარხარ ხალხს და მხარს გიჭერს. 13 პლატინა და 8 ოქრო, თანაც ისე, რომ კარიერის დასაწყისში მუსიკალურ ინდუსტრიაში მეგობარი არ გყოლია. მიყვარხარ, პატარა, მალე გათავისუფლდები", - წერს ჯეიდი ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 წაყენებული ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა.

2019 წლის დეკემბერში სასამართლომ ტეკაშის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რეპერმა პატიმრობაში უკვე 14 თვე გაატარა, შესაბამისად, თუ ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, სიქსნაინი გისოსებს მიღმა 2020 წლის ნოემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული