Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი დოკუმენტური სერიალის Justin Bieber: Seasons თრეილერს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის Justin Bieber: Seasons თრეილერს ავრცელებს. 10-ეპიზოდიანი ნამუშევარი არტისტის ცხოვრების ბოლო პერიოდს ასახავს. მისი პრემიერა 27 იანვარს იუთუბზე შედგება. 

► ჯასტინ ბიბერმა მოსმენების დასაგროვებლად ფანებს ყალბი ანგარიშების შექმნისკენ მოუწოდა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა კომპოზიციაზე Yummy კლიპი გადაიღო

სერიალის თრეილერში ჯასტინთან და მის ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან, ასევე, მათ ახლობლებთან ჩაწერილი ინტერვიუების ნაწყვეტებია ნაჩვენები. მუსიკოსის კონცერტებისა და სტუდიაში მუშაობის ამსახველი ვიდეოების გარდა, მაყურებელი იხილავს, თუ როგორ შუქდებოდა მედიაში სიახლეები მომღერლის შესახებ. თრეილერი ბიბერის ახალი კომპოზიციის, Yummy-ს ფონზე სრულდება. 

როგორც მანამდე ჯასტინმა ინსტაგრამზე დაწერა, დოკუმენტურ სერიალში დეტალურად მოყვება, რა სირთულეების დაძლევა მოუხდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა მწვავე ინფექციები - ლაიმის დაავადება და ქრონიკული მონონუკლეოზი დაუდგინეს. 

► ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი

"ამის შესახებ იუთუბზე გავრცელებულ დოკუმენტურ სერიალში ვისაუბრებ. გაიგებთ ყველაფერს, რასთან მომიწია გამკლავება. რთული წლები გამოვიარე", - აღნიშნა არტისტმა. 

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა 2016 წელს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის კატეგორიაში კომპოზიციით Where Are Ü Now გრემი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული