Thumbnail

ჯონ ლენონის პირველი ცოლი: ჯონს იოკოსთან საკუთარ სახლში შევუსწარი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა Express ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის პირველი ცოლის, სინტია ლენონის 1985 წლის ინტერვიუდან ამონარიდს ავრცელებს. მაშინ სინტიამ რადიოსადგურ NPR-ის გადაცემაში Fresh Air სტუმრობისას ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ჯონსა და იოკო ონოს საკუთარ სახლში შეუსწრო.

► ჯონ ლენონის მეგობარი: ერთხელ ჯონი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე თავად იყო

► როგორ გადაიღო ჯონ ლენონმა ფოტოები ალბომისთვის Unfinished Music No. 1: Two Virgins

"საბერძნეთში ვიყავი დასასვენებლად, საიდანაც დროზე ადრე დავბრუნდი. შინ მისულს ჯონი და იოკო იატაკზე დამხვდნენ. როგორც აღმოჩნდა, მას ღამე ჩვენს სახლში გაუტარებია. ეს მომენტი ჩვენი ქორწინების დასასრულად შეიძლება, ჩაითვალოს. იოკო მანამდე ერთხელ მყავდა ნანახი. ქალური ინტუიცია მკარნახობდა, რომ მათ შორის რაღაც ხდებოდა. როცა ადამიანთან 10 წელს ცხოვრობ, კარგად იცნობ მას. ვიცოდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი. ასეთივე უძლური ვიყავი მაშინ, როცა ჯონი ნარკოტიკს მოიხმარდა. ვხვდებოდი, მას ვერაფრით შევაჩერებდი", - გამოტყდა სინტია.

ჯონმა და სინტიამ ერთმანეთი 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას გაიცნეს. ხუთი წლის შემდეგ მათ შვილი, ჯულიანი შეეძინათ. მათ იმ პერიოდში იქორწინეს, როდესაც The Beatles ჯერ კიდევ სახელს იხვეჭდა. 1966 წელს ჯონის ცხოვრებაში ავანგარდისტი მხატვარი, იოკო ონო გამოჩნდა. მათ არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ პირველივე შეხვედრისას ძლიერი ემოციური კავშირი ჩამოუყალიბდათ. სინტიასთან განქორწინებამდე ისინი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ. 1969 წელს ჯონმა და იოკომ იქორწინეს. 1975 წელს მათ ვაჟი, სახელად შონი შეეძინათ.

წყვილს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, იოკომ პროექტში მოღვაწეობა შვილთან ერთად განაგრძო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული