Thumbnail

ბრაიან მეი: მივესალმებით ახალგაზრდებზე კეიპოპის გავლენას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის წევრებმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილ კონცერტამდე პრესკონფერენცია გამართეს. ბენდის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ და კოლექტივის ამჟამინდელმა საკონცერტო ვოკალისტმა, ადამ ლამბერტმა ჟურნალისტებთან ახალგაზრდებზე კეიპოპ მუსიკის გავლენის შესახებ ისაუბრეს.

► ბრაიან მეი: ადამ ლამბერტს ფრედიზე მეტის გაკეთება შეუძლია

"კეიპოპის შესახებ დიდ ბრიტანეთში გავიგე. ყოველთვის მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი გზებით ცდილობენ, ახალ თაობაზე გავლენა მოახდინონ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას წარმატებით გააგრძელებენ. თაობებს შორის სხვაობის მიუხედავად, ჩვენც კი ვგრძნობთ, რამდენად კარგია ე.წ. კეიპოპ მოძრაობა", - თქვა ბრაიან მეიმ.

"კეიპოპ ვიზუალები არაჩვეულებრივია. ისინი ჩვენი ინსპირაციის წყაროა. BTS-ის კონცერტები საოცარი ვიზუალური სანახაობით გამოირჩევა", - დაამატა ადამ ლამბერტმა.

Queen-მა, მსოფლიო ტურნეს The Rhapsody Tour ფარგლებში, სეულში, ბეისბოლის სტადიონზე Gocheok Sky Dome ორი კონცერტი 18 და 19 იანვარს გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული