Thumbnail

ნახეთ: ნიკ გრინის პროექტში "ზამთარი" კოა მოჰაუკმა ფრისტაილი შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკოლოზ ვერძეულმა, ფსევდონიმით Nick Green, საავტორო პროექტის "ზამთარი" მუსიკალური ნაწილის ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობა მისმა კოლეგამ, ლუკა ზარქუამ, სასცენო სახელით Koa Mohawke მიიღო. კოამ ორი წუთის განმავლობაში ფრისტაილი შეასრულა. თანამედროვე თრეფ ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორი ნიკ გრინი გახლავთ.

► ნახეთ: N Ice პროექტში Zamtari ფრისტაილს კითხულობს

► ნახეთ: Pele პროექტში Zamtari ფრისტაილს კითხულობს

კოამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ოფიციალური ტრეკი 2016 წელს პროექტის "პატივისცემა" ფარგლებში ჩაიწერა. არტისტის ცნობილი ნამუშევრებია "ღია კარი", "უდაბნო" და Hellboy. 2018 წლის ივნისში მუსიკალური ლეიბლის Nineville Entertainment წევრის სადებიუტო ალბომი "4/20/7" გამოიცა. შემსრულებელმა მუსიკალური კარიერის გარდა, სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow Magazine პოპულარული გადაცემიდან PVP Battle გაითქვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული