Thumbnail
ფოტო: ანა ბოკო

ნახეთ: ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata კომპოზიცია Polo Palace შეასრულა

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata თბილისში, Mono Hall-ის სივრცეში კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების წინაშე არტისტებმა სადებიუტო ალბომში "სადაა" შესული კომპოზიცია Polo Palace შეასრულეს. 

► რეცენზია: KayaKata - სადაა 

KayaKata - Polo Palace (Live in Mono Hall)

🤩 ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata 18 იანვარს MONO HALL-ში გამართულ კონცერტზე კომპოზიცია Polo Palace შეასრულა. 🎞👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on კვირა, 19 იანვარი, 2020

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 2019 წელს არტისტებმა პროდიუსერ ნიკა საბანაძესთან ერთად სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოუშვეს, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული