Thumbnail

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის 5 საყვარელი კომპოზიცია.

არაა ადვილი საპროტესტო ტალღის თავიდან ამოგდება და მის გარეშე ფიქრი თუნდაც საყვარელ სიმღერებზე, მაგრამ ეს სიმღერები არსებობს და აი, ჩემი ხუთეულიც:

5. Simon & Garfunkel - The Sound of Silence

ზუსტად არ მახსოვს, პირველად სად ან როდის მოვისმინე, მაგრამ ზედმიწევნით კარგად მახსოვს, როგორი აჟიოტაჟი ატყდა ჩემში ამ მაგარი კაცების ჩუმი ბალადის მოსმენისას.

4. ირაკლი ჩარკვიანი - საქართველო

ეს განსაკუთრებული ქართველი კაცი თავისი არანორმალური მუსიკით მთელი ცხოვრებაა, თან დამყვება. ბოლო 30 წელია, ვუსმენ და ძლივს დავიჯერე, რომ შესაძლებელია, სამი ათეული წლის განმავლობაში მუდმივად თანამედროვე იყო.

3. Pink Floyd - The Final Cut

ამ დარტყმულ ჯგუფს ყველა უსმენს და, ალბათ, ამდენი ჰიტიც ძალიან ცოტა ჯგუფს შეუქმნია. The Final Cut არასდროს ყოფილა ჰიტი, თავად ალბომიც არ ითვლება ყველაზე წარმატებულად, მაგრამ ჩემში სწორედ ამ კომპოზიციამ მოახდინა რევოლუცია.

2. The Rolling Stones - Wild Horses

ჯანდაბა! ეს სიმღერა ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ვხედავ იდეალურ სამყაროს ჩემ გარშემო ან როგორსაც მინდა, რომ ვხედავდე. ამ კომპოზიციის, ალბათ, ყველა ლაივი მაქვს მოსმენილი და მინდა, ჩემმა შვილმაც იპოვოს სიმღერა, რომელიც ასე ეყვარება!

1. საქართველოს ჰიმნი

ერთადერთი კომპოზიცია, რომლის გაჟღერებისას გული მიჩქარდება, თვალები მეხუჭება და თავი უძლეველი მგონია. პოპულიზმიც რომ ერქვას პირველ ადგილს, არ მეწყინება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული