Thumbnail

Eminem: მე ღმერთი ვარ, MGK მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ემსიმ, ემინემმა ყოველგვარი დაანონსების გარეშე ახალი ალბომი Music To Be Murdered By გამოაქვეყნა. სტუდიური ჩანაწერის ტრეკში Unaccommodating მან ახალგაზრდა კოლეგა, კლივლენდელი Machine Gun Kelly ახსენა, რომელსაც 2018 წელს დაუპირისპირდა.

"როდესაც მეკითხებიან, დავასრულე თუ არა MGK-სთან დაპირისპირება, ვპასუხობ: რა თქმა უნდა. მე ის მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე - მე ღმერთი ვარ, რომელიც ეშმაკის მსახურებსაც კი პატიობს".

But when they ask me is the war finished with MGK? 
Of course it is, I cleansed him of his mortal sins,
I'm God, I'm the Lord, forgives even the devil worshippers!

შეგახსენებთ, რომ ემინემმა 2018 წლის 31 აგვისტოს გაყიდვაში ახალი ალბომი Kamikaze ჩაუშვა, რომლის კომპოზიციებშიც არაერთი მუსიკოსი გადისა. ტრეკში Not Alike მან მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქელიმ გოგონას "ძალიან სექსუალური" (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, სახელოვანი რეპერი გაანაწყენა.

მეშინ გან ქელიმ ემინემს კომპოზიცია Rap Devil მიუძღვნა, რომელშიც ვეტერან რეპერს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ემინემი საკუთარი დაცვის წევრებსა და დოქტორ დრეს ინსტრუმენტალებს არის ამოფარებული. ქელის თქმით, 2010 წლის ალბომი Recovery მუსიკოსის უკანასკნელი ღირებული ჩანაწერია.

► ნახეთ: რეპერი Machine Gun Kelly ახალ ტრეკში Eminem-ს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებს 

საპასუხოდ, ემინემმა კომპოზიცია Killshot გაავრცელა. "მომიწია, შენთვის კარიერა მეჩუქებინა, რათა შემდეგ დამენგრია (Had to give you a career to destroy it)", - მიმართა ჩანაწერში მეშინ გან ქელის დეტროიტელმა არტისტმა. 

► მოუსმინეთ: Eminem-მა Machine Gun Kelly-ს საპასუხო დის-ტრეკი Killshot გაავრცელა

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By, რომელიც ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებით შექმნა, ნაცადი ხერხით, ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული