Thumbnail

Lloyd Banks: ვგრძნობ, ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კრისტოფერ ლოიდმა, ფსევდონიმით Lloyd Banks, რომელმაც 2017 წლის დასაწყისში მუსიკალური ინდუსტრიიდან წასვლის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ ახალი არაფერი გამოუცია, ტვიტერზე დაწერა: 

► ლოიდ ბენქსმა გაერთიანება G-Unit დატოვა 

► ჯგუფ G-Unit-ის წევრებს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა 

"ვგრძნობ, ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები", - ვკითხულობთ პოსტში.

პოსტმა ლოიდის თაყვანისმცემლები გაახარა. მათი ვარაუდით, ქუინსელი ემსი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება. მეორე ვერსიით კი, შესაძლოა, ლოიდი ნარკოტიკებისგან ან სხვა მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევას გულისხმობდეს. 

კრისტოფერმა მუსიკალური მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. ნიუ იორკელი ემსის 2004 წლის სადებიუტო ალბომმა The Hunger For More კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. ორი წლის შემდეგ ლოიდმა კიდევ ერთი კომერციულად წარმატებული ჩანაწერი Rotten Apple გაავრცელა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია.

ლოიდის შემოქმედებაში ალბომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და ხარისხიანი მისი მიქსტეიპები გახლავთ. უკანასკნელი, მე-16 ჩანაწერი Halloween Havoc 3: Four Days Of Fury ნიუ იორკელმა ლირიცისტმა 2016 წელს გაავრცელა. ერთ წელიწადში რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

სოლო კარიერის პარალელურად, კრისტოფერი ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანების G-Unit ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. ჯგუფმა დღემდე ორი ალბომი გამოაქვეყნა, რომელთაგანაც განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა Beg For Mercy დაიმსახურა. ჩანაწერი დღეს ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული