Thumbnail

Kodak Black: ციხეში ნელ-ნელა მკლავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფმა 22 წლის ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოდაკ ბლექმა ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც ციხეში თანამდებობის პირების მხრიდან არაჰუმანურ მოპყრობაზე საუბრობს. 

► მოუსმინეთ: Kodak Black - Harriet Tubman

► 22 წლის Kodak Black-ს დამატებით 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

"სასამართლო პროცესამდე ორი კვირით ადრე ლეიტენანტების მხრიდან ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მგონია, რომ ისინი ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ციხეში მომხდარ ფაქტებს მიყალბებენ. ასევე, ცრუ ამბებს ავრცელებენ, თითქოს რაღაც პრივილეგიებით ვსარგებლობ. ერთმა მითხრა, რომ ჩემს პატარა ლამაზ შეყვარებულს ვიზიტორთა სიიდან წამიშლიდა. შობამდე ორი დღით ადრე კი დედაჩემი ჩემთან არ შემოუშვეს. გზავნილს ერთი თვის დაგვიანებით ვიღებ. ჩემს ოჯახს არცერთი წერილი არ მიუღია, რომელიც საახალწლოდ გავუგზავნე. 31 დეკემბერს საუზმეზე საჭმელიც კი არ მაღირსეს, ცარიელი ლანგარი მეჭირა. ისინი ციხეში სტრატეგიულად ნელ-ნელა მკლავენ. მუდმივად ჩემს დამცირებას ცდილობენ. შეძრული ვარ იმით, თუ როგორ ექცევიან ლეიტენანტები არა მხოლოდ მე, არამედ ყველა პატიმარს. თანაც ყოველთვის დაქვემდებარებული ოფიცრების მხარს იჭერენ, მართლები არიან ისინი თუ არა", - წერს რეპერი.

View this post on Instagram

Lieutenant F. Arroyo has been very vindictive towards me and I have a strong feeling it has something to do with me being set up, laced, bruised and brutally beaten two weeks before my court date. There is a big conspiracy going on in this building on Me. Santiago Torres is using her position wrongfully in Miami FDC and is abusing her authority. She has been writing falsified incident reports on me, to take phone privileges that I get once a week while in solitary. Also, doing anything to take my gain time so that I come home literally when I am supposed to. One morning, she pulled me out my cell to tell me she is going to “Take my pretty little girlfriend off my visitation list’. For no other reason but to add insult to my distress. Not being able to see my significant other while locked away in this hell hole. Also, I was denied visit with my mother on December 23, two days before Christmas. Not only does my incoming mail take an average of a month To get to me but they are messing with my outgoing mail as well. My family hasn’t received none of my letters for the holidays. Which is borderline cruel and unethical, but as if all this is not enough, on December 31 New Year’s Eve to be exact, I was handed an empty tray for breakfast. I brought it to their attention, but nothing was done for me. Since the camera shows them entering a tray through my flap, but meanwhile there is nothing in my tray when i. opened it. They are strategically killing me slowly in here. I have been humiliated over and over again. I am highly disappointed in the way they have treated not only me, but all the other inmates in this facility. With their self serving agenda they will always side with their fellow officers whether right or wrong.

A post shared by KILL BILL (@kodakblack) on

შეგახსენებთ, რომ კოდაკ ბლექს 2019 წლის ნოემბერში 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკოსი დამატებით 3-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის. სამართალდამცველები მას დოკუმენტების ფალსიფიცირების გზით ოთხი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ედავებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რეპერს სხვადასხვა დროს შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობას, სექსუალურ ძალადობას, ქურდობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მოქმედებაშეჩერებული მართვის მოწმობით სარგებლობას ედავებოდნენ.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული