Thumbnail

22 დეკემბერს გამოცემული კომპოზიციის Balanced Me Out შემდეგ, ცნობილი შემოქმედებითი გაერთიანების LTFR წევრი, ჰიპ ჰოპ არტისტი MamaFlex მსმენელს ახალი ჩანაწერით @chaseme_qliqqlaw დაუბრუნდა. ტრეკის დასახელება ინსტაგრამის ერთ-ერთ ანგარიშს ემთხვევა, რომელიც, მაღალი ალბათობით, თავად მუსიკოსს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: MamaFlex - Balanced Me Out Ft. Mumal & Mirrah_24 

► ნახეთ: MamaFlex - Pardon Em

► ნახეთ: MamaFlex - Bad Influence Ft. Mumal

MamaFlex სადებიუტო ტრეკით Drama 2018 წლის მაისში გამოჩნდა და მსმენელთა ყურადღებაც მალევე მიიქცია. არტისტი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასაჯაროებს, ორიგინალური ვიდეორგოლებითა და ვიზუალით გამოირჩევა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული