Thumbnail

ვეტერანმა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თოჰიდ ეფსიმ, ფსევდონიმით 2 Chainz, კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია Dead Man Walking გამოაქვეყნა. ჩანაწერში პოპულარული ატლანტელი მუსიკოსი Future მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Buddah Bless გახლავთ. ტრეკი ჩეინზის მომავალი ალბომის No Face No Case ერთ-ერთი სინგლია. 

► ნახეთ: 2 Chainz - Virgil Discount Ft. Skooly 

► ნახეთ: 2 Chainz - Somebody Need To Hear This 

► ნახეთ: რეპერმა 2 Chainz საკუთარ ქორწილში თეთრი ვეფხვი მიიყვანა  

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღემდე რეპერის დისკოგრაფია 4 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove და G.O.O.D Music-ის კომპილაციურ ნამუშევარს Cruel Summer აერთიანებს.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული