Thumbnail

მოუსმინეთ: მაკ მილერის ახალი ალბომი Circles გამოქვეყნდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2018 წელს გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, მაკ მილერის წარმომადგენლებმა მისი ახალი ალბომი Circles გამოაქვეყნეს, რომლის ძირითად ნაწილზეც შემსრულებლმა სიცოცხლეში იმუშავა. სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს. 

► ნახეთ: Mac Miller - Good News

► მოუსმინეთ: 88-Keys-ის ტრეკში That's Life რეპერი Mac Miller მონაწილეობს

► დააკავეს დილერი, რომელმაც მაკ მილერს მოტყუებით ფენტანილი მიჰყიდა

მუსიკოსის ოჯახის მონათხრობით, Circles წინა ალბომის Swimming თანმხლები ჩანაწერია. ორი განსხვავებული ჟღერადობის ნამუშევარი ერთად ქმნის კონცეპტს "წრეზე ცურვა". ალბომზე მაკი პროდიუსერ ჯონ ბრაიონთან ერთად მუშაობდა, რომელმაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, მილერის იდეების გათვალისწინებით, ჩანაწერს საბოლოო სახე მისცა.

პიტსბურგელი მუსიკოსის შემოქმედება დღეისთვის 6 ალბომს აერთიანებს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. არტისტის 2018 წლის ნამუშევარმა Swimming გრემის "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. იმავე წლის 7 სექტემბერს მალკოლმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული