Thumbnail

სიმღერები, რომლებმაც Spotify-ზე ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანიამ Broadband Deals პლატფორმა Spotify-ზე ყველაზე შემოსავლიანი კომპოზიციები დაასახელა. გამომუშავებული $9,1 მილიონით პირველ ადგილს ბრიტანელი პოპვარსკვლავი, ედ შირანი იკავებს ჰიტით Shape Of You. ყველაზე შემოსავლიან ტრეკებს შორის ასევე მოხვდა ჯასტინ ბიბერის, კამილა კაბეიოს, დრეიქის, ფოსთ მელოუნისა და სხვების ნამუშევრები. 

► Spotify-ზე ქალი რეპერის ყველაზე მოსმენადი ალბომი დასახელდა

► Spotify-მ 2019 წლის ყველაზე მოსმენადი სიმღერა დაასახელა

► ნახეთ: ყველა დროის ყველაზე მოსმენადი მამაკაცი მუსიკოსები Spotify-ზე

პლატფორმაზე განთავსებული კომპოზიციების ყოველი მოსმენიდან Spotify არტისტს 0.0044 ცენტს უხდის. ედის ტრეკს ამ დროისთვის 2,3 მილიონჯერ მოუსმინეს.

ყველაზე შემოსავლიანი კომპოზიციების ათეული ასეთია:

Ed Sheeran - Shape Of You (9,1 მლნ)
Drake - One Dance ft. Wizkid & Kyla (7,8 მლნ)
Post Malone & 21 Savage - Rockstar (7,5 მლნ)
The Chainsmokers - Closer ft. Halsey (7,2 მლნ)
Ed Sheeran - Thinking Out Loud (6,29 მლნ)
Drake - God's Plan (6,2 მლნ)
Camila Cabello - Havana ft. Young Thug (5,8 მლნ)
Luis Fonsi & Daddy Yankee - Despacito (Remix) ft. Justin Bieber (5,73 მლნ)
Major Lazer & DJ Snake - Lean On ft. MØ (5,71 მლნ)
Justin Bieber - Love Yourself (5,6 მლნ)

ედ შირანის მესამე სტუდიურ ნამუშევარში ÷ (Divide) წარმოდგენილი კომპოზიცია 2017 წელს გავრცელდა. სიმღერამ 34 ქვეყანის ჩარტებში დაიკავა პირველი ადგილი, მათ შორის, მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში. 2018 წლის დეკემბერში, ტრეკმა Spotify-ზე რეკორდულ, 2 მილიად მოსმენას მიაღწია, რითაც პლატფორმაზე ყველაზე მეტი სტრიმის მქონე კომპოზიციად დასახელდა. Shape Of You 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი ტრეკისა და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ციფრული სიმღერის წოდებებსაც ატარებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული