Thumbnail

20 წლის ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბაშარ ჯექსონმა, ფსევდონიმით Pop Smoke, ახალი კომპოზიცია Christopher Walking და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი ახალბედა მუსიკოსის მომავალი მიქსტეიპის Meet The Woo 2 სინგლია.

► მოუსმინეთ: Travis Scott-მა კომპილაციური ალბომი JACKBOYS გაავრცელა

► ნახეთ: Travis Scott ვიდეორგოლს GATTI ავრცელებს

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ფოფ სმოუქი მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარშიც JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩევა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული