Thumbnail

მოუსმინეთ: Thundercat - Black Qualls Ft. Steve Lacy & Steve Arrington

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი მულტიინსტრუმენტალისტი Thundercat ახალ კომპოზიციას Black Qualls ავრცელებს. ჩანაწერში კალიფორნიელი გიტარისტი, სტივ ლეისი და ფანკ არტისტი, სტივ ერინგტონი მონაწილეობენ. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში It Is What It I შევა, რომელიც 3 აპრილს გამოიცემა. ნამუშევარი 15 ტრეკს გააერთიანებს.

სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2017 წელს გამოსულმა მესამე სტუდიურმა ალბომმა Drunk მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული