Thumbnail

უილ სმიტი: ვნანობ, ჩემს ცოლსა და 2Pac-ზე რომ ვეჭვიანობდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელ მსახიობ და რეპერ, უილ სმიტი და მსახიობი მარტინ ლოურენსი ახალ ფილმზე Bad Boys for Life სასაუბროდ რადიოსადგურ New York-ის გადაცემას The Breakfast Club ესტუმრნენ. ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანმა სმიტს ჰკითხა - ოდესმე უეჭვიანია თუ არა იმის გამო, რომ მის ცოლს, ჯადა პინკეტ სმიტსა და ლეგენდარულ რეპერ 2Pac-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

"ჯანდაბა, კი. ეს დიდი ხნის წინ იყო. ისინი ერთად გაიზარდნენ. ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არასდროს ჰქონიათ სექსუალური ურთიერთობა. როდესაც იმ ასაკის გახდნენ, რომ ამის გაკეთება შეეძლოთ, ჯადა უკვე ჩემთან იყო. მისთვის თუფაქი სრულყოფილების განსახიერებას წარმოადგენდა, მაგრამ ჩემი სახით გვერდით ახალი პრინცი ჰყავდა. ეჭვიანობის გამო თუფაქთან შეხვედრისას ვიძაბებოდი. რამდენჯერმე ერთ ოთახში მოვხვდით და მასთან დალაპარაკებაც კი ვერ შევძელი. არც ის აპირებდა ჩემთვის ხმის გაცემას. ჯადა სულ მეუბნებოდა, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით, თუმცა, მისი მცდელობების მიუხედავად, დაძაბულობა არ განელებულა. ძალიან ვნანობ, რომ ფაქთან არ გავიხსენი", - აღნიშნა უილ სმიტმა.

ჯადამ და თუფაქმა ერთმანეთი ბალტიმორის სახელოვნებო სკოლაში სწავლისას გაიცნეს და დამეგობრდნენ. უილმა და ჯადამ კი რეპერის გარდაცვალების შემდეგ, 1997 წელს იქორწინეს. წყვილს ორი საერთო შვილი - ჯეიდენი და უილოუ ჰყავს. 

უილ სმიტმა მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში ჰიპ ჰოპ დუეტში DJ Jazzy Jeff & The Fresh Prince მოღვაწეობით დაიწყო და გრემის პირველი ორი ჯილდოც მის შემადგენლობაში მოიპოვა. მას საყოველთაო აღიარება 1990 წელს ტელეკომპანია NBC-ის სერიალში The Fresh Prince of Bel-Air მონაწილეობამ მოუტანა, რის შემდეგაც მოკლემეტრაჟიან ფილმებში გადაინაცვლა. სმიტი კარიერის განმავლობაში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარზე ორჯერ იყო წარდგენილი ფილმებისთვის Ali და The Pursuit of Happyness. არტისტს ოთხი სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. მას ბოლო ორი გრემი ფილმისთვის Men in Black დაწერილი ამავე სახელწოდების მქონე ტრეკისთვის და კომპოზიციისთვის Gettin' Jiggy wit It აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული