Thumbnail

ბერნი სანდერსი: კარგი იქნება, თუ Cardi B პოლიტიკაში მოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოლიტიკოსი, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი გამოცემა TMZ-სთან საუბარში პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Cardi B-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც რეპერმა პოლიტიკოსობის სურვილი გამოთქვა. სანდერსმა ქარდის მხარდაჭერა გამოუცხადა.

► Cardi B: მგონი, პოლიტიკოსობა მინდა

► შეკითხვა, რომელსაც Cardi B დონალდ ტრამპს დაუსვამდა

"ქარდი ბის გულწრფელად ადარდებს, რა ხდება აშშ-ში. მან კარგად იცის, როგორია სიღარიბესა და სტრესში ცხოვრება. კარგი იქნება მისი გამოცდილების პოლიტიკაში გაზიარება", - თქვა ბერნიმ.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი ბერნი სანდერსის მხარდამჭერია. 2019 წელს ის პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთო.

► ნახეთ: Cardi B ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

კომენტარები

ბოლოს დამატებული