Thumbnail

ფრანგი მუსიკოსის, გოტიე სერის ჯგუფი Igorrr ახალ კომპოზიციას Very Noise და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში Spirituality and Distortion იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 მარტს ჩაეშვება. ჩანაწერი 14 ტრეკს გააერთიანებს.

გოტიე სერმა Igorrr 2005 წელს ჩამოაყალიბა. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Nostril გაავრცელა. 2012 წელს კი მეორე ჩანაწერი Hallelujah გამოსცა. 2017 წელს პროექტს ლორ ლე პრუნენეკი, ლორან ლუნუა და სილვიან ბუვიე შეუერთდნენ. ამავე წელს მათ ალბომი Savage Sinusoid გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული