Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. MTKVARZE: Baba Stiltz | Ash Scholem | Aksed | Parna

24 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" შვედ პროდიუსერსა და დიჯეის, Baba Stiltz-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე Ash Scholem წარდგება. პატარა ოთახში კი Aksed და Parna დაუკრავენ. 

4. BASSIANI / HOROOM: SPFDJ | Ndrx | Ika | Usherenko

24 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ბერლინში მოღვაწე შვედ არტისტს, SPFDJ-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Ndrx დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი Ika და Usherenko დაუკრავენ. 

3. CAFE-GALLERY: Gacha | Nicole

25 იანვარი (შაბათი)

შაბათს კაფე "გალერეა" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ელექტრონულ არტისტს, Gacha-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელების წინაშე Nicole წარდგება. 

2. JAZZ CLUB SINGER: რეზო კიკნაძის სექსტეტი

25 იანვარი (შაბათი)

25 იანვარს Jazz Club Singer კომპოზიტორისა და შემსრულებელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის სექსტეტს მასპინძლობს. მუსიკოსები ცნობილი ამერიკელი ჯაზ პიანისტისა და კომპოზიტორის, თელონიუს მონქის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

Reso Kiknadze Sextet at Singer

Posted by Jazz Club Singer on შაბათი, 21 დეკემბერი, 2019

1. POLITIKA: Kazzy Jazz | Terika

25 იანვარი (შაბათი)

25 იანვარს "პოლიტიკაში" ჰიპ ჰოპის საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ქართველი რეპერები Kazzy Jazz და Terika წარდგებიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული