Thumbnail

ახალგაზრდა ქუთაისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლუკა კვარაცხელია, ფსევდონიმით Kid L, მსმენელს ახალი კომპოზიციით HARMONY დაუბრუნდა. მუსიკოსის შემოქმედებისთვის უჩვეულო ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორი თავად ლუკა გახლავთ. 

► ნახეთ: Kid L - იალქნები

ლუკა კვარაცხელია ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს, რომელთაგანაც შედარებით ცნობილი კომპოზიციებია: "იალქნები", "ავოკადო", "მე ვადნობ"და "ზეცისკენ სწრაფვა". ქიდ ელის 2018 წლის ტრეკმა "ინდიგო" კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერმა იუთუბზე 210 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული