Thumbnail

ნახეთ: ჯგუფი Slipknot მოკლემეტრაჟიან ფილმს Pollution ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული მეტალ ჯგუფი Slipknot მოკლემეტრაჟიან ფილმს Pollution ავრცელებს. 20-წუთიანი ნამუშევარი ბენდის რიგით მეექვსე ალბომში We Are Not Your Kind შესული კომპოზიციის Nero Forte ალტერნატიული ვიდეოკლიპია. მუსიკალური რგოლის ავტორი კოლექტივის დრამერი შონ კრეიენია.

► ნახეთ: Slipknot კომპოზიციაზე Nero Forte გადაღებულ კლიპს ავრცელებს

გრემის მფლობელი მეტალ ბენდი Slipknot 1995 წელს შეიქმნა. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი 1999 წელს გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ნამუშევარმა Iowa მოუტანა. კოლექტივის წევრები კონცერტებზე მუდმივად ნიღბებით გამოდიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული