Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი Guess & Marciano-ს გაზაფხულის კამპანიის სახე გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი Guess & Marciano-ს 2020 წლის გაზაფხულის კამპანიის სახე გახდა. ის ბრენდს რეკლამირებას მსოფლიო მასშტაბით გაუწევს. 

► ნახეთ: 50 წლის ჯენიფერ ლოპესი Versace-ს ახალი კამპანიის სახეა

"ასეთი თანამშრომლობების დროს, ყოველთვის ვფიქრობ იმ პერსონაჟზე, რომლის განსახიერებაც მომიწევს. ამ ფოტოსესიისთვის 60-იანი წლების იტალიელი კინოვარსკვლავების სტილისა და მადონას 80-იანი წლების გარეგნობის სინთეზი მოვირგე", - აღნიშნა ჯენიფერმა ოფიციალურ განცხადებაში.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც Guess-მა საკუთარი კოლექციის რეკლამირება ჯეილოს ანდო. 2018 წელს არტისტი ბრენდის გაზაფხულის კამპანიის სახედ აირჩიეს.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული