Thumbnail

შესაძლოა, ბიგ შონის ალბომში მონაწილეობა ქენდრიქ ლამარმა მიიღოს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, შონ ლეონარდი, ფსევდონიმით Big Sean, მომავალ ალბომზე მუშაობს. ინსტაგრამზე სტუდიაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც შონი ახალგაზრდა კოლეგა YK Osiris-თან ერთად არის აღბეჭდილი. მსმენელთა ყურადღება სურათში კედელზე მიმდგარმა დაფამ მიიქცია, რომელზეც დეტროიტელი ემსის სტუდიური ნამუშევრის დეტალებია მოცემული. მასზე, სავარაუდოდ, ჩანაწერში მონაწილე შემსრულებლების სახელები წერია.

► ნახეთ: ბიგ შონი ქანიე ვესთს უაიომინგის სტუდიაში ესტუმრა

► მოუსმინეთ: Big Sean - Overtime

► ნახეთ: Big Sean ვიდეორგოლს Single Again ავრცელებს

დაფაზე არტისტების ფსევდონიმები რთულად იკითხება, თუმცა, მათი გაშიფრვა მსმენელებმა მაინც მოახერხეს. ჩამოთვლილ სახელებს შორის გვხვდება: Drake, Future, Lizzo, Young Thug და ქენდრიქ ლამარი. სწორედ ამ უკანასკნელის სიაში ხილვამ გაკვირვა თაყვანისმცემლები, რადგან წლებია, შონსა და ქენდრიქს დაძაბული ურთიერთობა აქვთ. კოლეგებს უთანხმოების დასრულების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ.

ნახეთ: ქენდრიქ ლამარმა ბიგ შონი გადისა 

ყველაფერი 2013 წელს, ბიგ შონისა და ქენდრიქის საერთო ტრეკით Control დაიწყო, რომელიც დეტროიტელი მუსიკოსის ალბომის Hall Of Fame პრომოუშენის მიზნით შეიქმნა. ამ ჩანაწერში ქენდრიქმა შონი სხვა რეპერებთან ერთად გადისა. მას შემდეგ შემსრულებლებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არაერთ კომპოზიციაში მიაყენეს.

ბიგ შონმა, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სადებიუტო, პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Finally Famous გახდა. მას შემდეგ, რეპერმა კიდევ 3 კომერციულად წარმატებული სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა. 2017 წლის მიწურულს კი მაიკლმა და მეთრო ბუმინმა ერთობლივი ნამუშევრის Double Or Nothing ირგვლივ ითანამშრომლეს. დეტროიტელი მუსიკოსი ცნობილი ლეიბლის G.O.O.D Music ერთ-ერთი წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული