Thumbnail

ქართულ-ფრანგულმა პროექტმა Murman Tsuladze კლიპი "მოდი, წავიცეკვოთ" გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულ-ფრანგულმა ჯგუფმა Murman Tsuladze კომპოზიციის "La flemme de danser / მოდი, წავიცეკვოთ" კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლზე ბენდის ვოკალისტმა, მურმან წულაძემ იმუშავა. ვიზუალური ნამუშევარი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ საპროტესტო აქციებზეა გადაღებული.

პროექტი Murman Tsuladze 2016 წელს მურმან წულაძემ ბრიუსელში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მას ფრანგული ჯგუფის, La Femme-ის წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი, ფსევდონიმით ზაური და პარიზული ტექნო დუეტის, Mundopal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიქტორ გასკონი, სასცენო სახელით კრიკორი შეუერთდნენ. "მურმან წულაძე" სადებიუტო EP-ის გამოშვებას თებერვალში გეგმავს. ბენდს კონცერტები ისეთ ქვეყნებში აქვს გამართული, როგორებიცაა: საქართველო, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, მაროკო, შვეიცარია და სერბეთი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული