Thumbnail

ნახეთ: Rich The Kid და Quavo კლიპს That's Tuff ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმიტრი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ტრეკზე That's Tuff გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კომპოზიციაში პოპულარული თრეფ მუსიკოსი Quavo მონაწილეობს. ჩანაწერი როჯერის მომავალ ალბომში შევა.

► ნახეთ: Rich The Kid ვიდეორგოლს Save That ავრცელებს 

► ნახეთ: O.T. Genasis - Bae (Remix) Ft. G-Eazy, Rich The Kid & E-40 

► ნახეთ: Gucci Mane - She Miss Me Ft. Rich The Kid 

Rich The Kid-მა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული