Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი მენდი მური ახალ კომპოზიციას Save a Little For Yourself და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Silver Landings შევა, რომელიც, 11-წლიანი პაუზის შემდეგ, 6 მარტს გამოიცემა. ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, მენდი მურმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. 1999 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი So Real გაავრცელა. მას ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მენდის, როგორც მუსიკოსს, ყველაზე დიდი წარმატება სინგლმა Candy მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული