Thumbnail

ნახეთ: Moby-მ ახალი კომპოზიციის Power Is Taken კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მობიმ ახალი კომპოზიცია Power Is Taken და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ ალბომში All Visible Objects იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 6 მარტს ჩაეშვება. ნამუშევარს ის ამერიკელ არტისტთან, D. H. Peligro-სთან ერთად ასრულებს.

► ნახეთ: Moby-მ 32-წლიანი ვეგანობის აღსანიშნავად ახალი ტატუ გაიკეთა

რიჩარდ მელვილ ჰოლი, სასცენო სახელით Moby, 1978 წლიდან მოღვაწეობს. მას კარიერის განმავლობაში 15 ალბომი აქვს გამოშვებული. საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თუ ჯგუფებთან უმუშავია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Daft Punk, Pet Shop Boys, New Order, Guns N' Roses, Metallica და სხვები. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული