Thumbnail

ამერიკელი პროდიუსერი TOKiMONSTA ახალ კომპოზიციას Fried for the Night და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ატლანტური ჰიპ ჰოპ დუეტი EarthGang მონაწილეობს. სინგლი ელექტრონული მუსიკოსის მომავალ ალბომში Oasis Nocturno შევა, რომელიც გაყიდვაში 20 მარტს ჩაეშვება.

ჯენიფერ ლიმ, სასცენო სახელით TOKiMONSTA, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება ჩანაწერმა Lune Rouge მოუტანა, რომელიც 2019 წლის გრემიზე "წლის საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის" კატეგორიაში იყო ნომინირებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული