სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქართული პანკ ჯგუფი DuckTape მსმენელებს ახალი სიმღერით Buttercup დაუბრუნდა. კომპოზიცია ბენდის მომავალ EP-ში Based On A True Story იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.
DuckTape თბილისში 2012 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივს ამ დრომდე ერთი სტუდიური ალბომი Growing Up და EP სახელწოდებით Believe In Yourself აქვს გამოცემული.
კომენტარები