Thumbnail

ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი While My Guitar Gently Weeps-ის ტექსტი აუქციონზე გაიყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის კომპოზიციის While My Guitar Gently Weeps ხელნაწერი ტექსტი, რომლის ავტორიც ბენდის წევრი ჯორჯ ჰარისონი გახლავთ, აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ფასი ვებგვერდზე Moments in Time 195,000 დოლარია.

 მოუსმინეთ: The Beatles-ის ჰიტის While My Guitar Gently Weeps დემო ვერსია გავრცელდა

 პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონის სიმღერები Abbey Road-ის ჩაწერამდე დიდად არ მომწონდა

While My Guitar Gently Weeps ჯგუფ The Beatles-ის მიერ 1968 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების ორმაგ ალბომში არის წარმოდგენილი. კომპოზიცია ჯორჯ ჰარისონმა 70-იანი წლების ბოლოს, ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა. ჩანაწერში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ერიკ კლეპტონი მონაწილეობს. გამოცემა Rolling Stone-მა ტრეკი ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერას შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული