Thumbnail

ნახეთ: სელენა გომესმა სიმღერაზე Lose You To Love Me კიდევ ერთი კლიპი გადაიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი, სელენა გომესი ახლადგავრცელებულ ალბომში Rare წარმოდგენილ კომპოზიციაზე Lose You To Love Me გადაღებულ ალტერნატიულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ორიგინალი ვერსიის მსგავსად, ახალი კლიპიც შავ-თეთრია. კადრებში არტისტი ფორტეპიანოზე უკრავს.

► მოუსმინეთ: სელენა გომესი ახალ ალბომს Rare ავრცელებს

► სელენა გომესი: ჩემმა ახალმა კლიპებმა ტეილორ სვიფტი აატირა

► ნახეთ: სელენა გომესი კლიპს Lose You To Love Me ავრცელებს

Lose You To Love Me არტისტის ბოლო სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლია. 23 ოქტომბერს გამოშვებულმა კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული