Thumbnail

Cardi B-ს სადებიუტო ალბომმა Invasion of Privacy რეკორდი დაამყარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ნიუ იორკელი მუსიკოსის, ბელქალის ალმანზარის, იგივე Cardi B-ს სტუდიური ჩანაწერი Invasion of Privacy ბილბორდის ალბომების ჩარტში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი, ქალი რეპერის მიერ გამოშვებული სადებიუტო ნამუშევარი გახდა. Chart Data-ს ინფორმაციით, ქარდიმ ლორინ ჰილის პირველი ალბომის The Miseducation of Lauryn Hill რეკორდი გააუმჯობესა და ჩარტში 92 კვირა დაჰყო.

► Cardi B: მგონი, პოლიტიკოსობა მინდა

► Cardi B-ს ნიგერიის მოქალაქეობა სურს

► Spotify-ზე ქალი რეპერის ყველაზე მოსმენადი ალბომი დასახელდა

Invasion of Privacy ქარდიმ 2018 წელს გამოსცა. ნამუშევარში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Migos, Chance the Rapper, 21 Savage და სხვები. ჩანაწერმა სამმაგი პლატინის სტატუსისა და გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. ის ასევე 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ჰიპ ჰოპ ნამუშევრების სამეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული