Thumbnail

Shaggy: რიანასთან ერთად რომ მემღერა, კასტინგის გავლა მომთხოვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

იამაიკელმა რეგეი არტისტმა, შაგიმ გამოცემა The Daily Star-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ ბარბადოსელი მუსიკოსის, Rihanna-ს ახალ ალბომში სამღერად მას კასტინგში მონაწილეობა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

"მათ რიანას ახალ პროექტში მიმიწვიეს. ამ საქმეში ბევრი კარგი ადამიანია ჩართული, თუმცა, არ მჭირდებოდა, რომ ალბომში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი გამევლო. ეს ახალგაზრდა არტისტებმა აკეთონ. რაც მოვისმინე, ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოვა", - ამბობს შაგი.

რიანა რეგეი ალბომის სახელწოდებით R9 გამოშვებას 2019 წელს აპირებდა, თუმცა, ნამუშევარმა გაურკვეველი მიზეზების გამო დღის სინათლე ვერ იხილა.

ორვილ რიჩარდ ბარელმა, სასცენო სახელით Shaggy, შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში მან სადებიუტო ალბომი Pure Pleasure გაავრცელა. მუსიკოსმა განსაკუთრებული პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა. მისმა ალბომმა Hot Shot ექვსმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. ორი გრემის მფლობელ არტისტს ისეთი ჰიტები ეკუთვნის, როგორებიცაა: Angel, Hey Sexy Lady, Boombastic, It Wasn't Me და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული