Thumbnail

არქივი: როკ ჯგუფი "მემენტო მორი" კომპოზიციას "მემენტო მორი" ასრულებს (1990)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

როკ-ჯგუფი "მემენტო მორი" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "მემენტო მორი" ასრულებს. 

როკ-ჯგუფი "მემენტო მორი" - მემენტო მორი (1990)

🎸🇬🇪 როკ-ჯგუფი "მემენტო მორი" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "მემენტო მორი" ასრულებს. "მემენტო მორი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ კობერიძე (ვოკალი და გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი). #არქივი

Posted by popmusic on ორშაბათი, 13 იანვარი, 2020

როკ-ჯგუფი "მემენტო მორი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ კობერიძე (ვოკალი და გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი). 1990-იანი წლების დასაწყისში ეს უკანასკნელი კოლექტივიდან წავიდა და ბერად აღიკვეცა. 2013 წელს კი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა. დღეს მას მეუფე მიქაელის სახელით ვიცნობთ. 

1990-იანი წლების მიწურულს "მემენტო მორი" განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. მალხაზ კობერიძეს გია გრიგოლია (ბასი) და პაატა ჯავახიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) დაემატნენ. 1997 წელს კი ჯგუფმა სადებიუტო ალბომი "ექსკურსია ცისკენ" გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული