Thumbnail

ქენდრიქ ლამარმა ახალ ალბომში შესაძლოა, როკის ელემენტები გამოიყენოს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი გამოცემის Billboard ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და ამჟამინდელმა მესვეტემ, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანმა ფიგურამ, ბილ უერდემ ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ქენდრიქ ლამარის მომავალ ალბომთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა, რომ სტუდიური ნამუშევარი როკის ელემენტებს შეიცავს.

► ნახეთ: ქენდრიქ ლამარის პერფორმანსი ფესტივალზე Day N Vegas

► მოუსმინეთ: ქენდრიქ ლამარის აქამდე უცნობი ტრეკები გავრცელდა

"რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ, როგორც იქნა, ქენდრიქ ლამარმა ახალი ალბომის ჩაწერა დაიწყო. ამჯერად მან ნამუშევარში როკის ელემენტები გამოიყენა", - დაწერა ბილმა სოციალურ ქსელში.

"განგიმარტავთ, რომ "ალბომის ჩაწერაზე მუშაობა დაწყებულია" არ ნიშნავს, რომ მასზე მუშაობა სრულდება. ნებისმიერ დროს შეიძლება, დაბრუნდეს ჩანაწერი სტუდიაში მილიონი მიზეზის გამო", - დაამატა უერდემ.

ქენდრიქის მიერ 2017 წელს გავრცელებულმა ბოლო ალბომმა DAMN. მას არნახული წარმატება მოუტანა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა ჯილდოებთან ერთად, ჩანაწერმა გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამასთან, ხსენებული ნამუშევრისთვის კომპტონელმა ემსიმ პულიცერის პრემია დაიმსახურა. ლამარი პირველი რეპერია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. აქამდე, პულიცერის ისტორიაში, მხოლოდ ჯაზისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები იმარჯვებდნენ. 

კალიფორნიელმა შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გავრცელებული ალბომით Good Kid, M.A.A.D City გახდა. ქენდრიქის ბოლო სტუდიური ნამუშევარი DAMN. 2017 წელს გამოვიდა და მალევე ბილბორდის ჩარტების პირველ პოზიციაზე მოექცა.

მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და რამდენიმე ხარისხიან პროექტს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით მისი ჩანაწერების 10 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული