Thumbnail

Cardi B: მგონი, პოლიტიკოსობა მინდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ტვიტერის საშუალებით გაამხილა, რომ პოლიტიკაში წასვლა სურს.

► Cardi B-ს ნიგერიის მოქალაქეობა სურს

► შეკითხვა, რომელსაც Cardi B დონალდ ტრამპს დაუსვამდა

"ვფიქრობ, პოლიტიკოსობა მინდა. მე მიყვარს ხელისუფლება, იმის მიუხედავად, ვეთანხმები მას თუ არა", - წერს ქარდი სოციალურ ქსელში.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული