Thumbnail

S1: ემინემი ახალ კომპოზიციებზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ პროდიუსერის, S1-ის განცხადებით, ეპოქალური ემსი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, ახალ კომპოზიციებზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ მან გამოცემასთან Hotnewhiphop ისაუბრა.

► მოუსმინეთ: Eminem და Mary J. Blige რეპერ Fat Joe-ს ახალ ტრეკში Lord Above 

► მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს 

► Big Boy: Dr. Dre და Eminem ახალ მუსიკაზე მუშაობენ 

"მე და ემინემმა ერთად ცოტა წავიმუშავეთ. ის ყოველთვის ცდილობს, არ გაახმაუროს, როდესაც სტუდიაშია. რაც ნამდვილად ვიცი, ისაა, რომ მარშალი სხვადასხვა ჩანაწერიდან სასურველ მონაკვეთებს ინიშნავს. ვნახოთ, მათ რა ბედი ეწევათ", - განაცხადა პროდიუსერმა.

ემინემმა ბოლო ალბომი Kamikaze 2018 წელს გაავრცელა. მას შემდეგ რეპერმა სულ რამდენიმე კოლეგის, მათ შორის ბუგის, ქანვეის, ფეთ ჯოს და ლოჯიქის კომპოზიციებში მიიღო მონაწილეობა.

მარშალ მეზერსმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. გრემის 15 ჯილდოს მფლობელმა რეპერმა დღემდე 220 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა, რომელიც მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული