Thumbnail

ნახეთ: 50 წლის ჯენიფერ ლოპესი Versace-ს ახალი კამპანიის სახეა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ პოპ მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი მოდის სახლ "ვერსაჩეს" გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახე გახდა. სურათებზე ფოტოგრაფთა გაერთიანებამ Mert & Marcus იმუშავა. კამპანიის სახედ ასევე შეირჩა ამერიკელი მოდელი, კენდალ ჯენერი.

► ჯენიფერ ლოპესი: იყო დრო, სტრიპტიზიორობაზე ვფიქრობდი

► Versace ჯენიფერ ლოპესის საკულტო კაბის დიზაინის მოპარვისთვის Fashion Nova-ს უჩივის

Jennifer Lopez

Kendall Jenner

"ვერსაჩემ" ჯეილოს მონაწილეობით ასევე კამპანიის სარეკლამო ვიდეო გაავრცელა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული