Thumbnail

ნახეთ: ავტომობილი, რომელშიც 2Pac ჩაცხრილეს, აუქციონზე იყიდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მანქანა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, თუფაქ ამარუ შაკური ჩაცხრილეს, აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილის საწყისი ფასი 1,75 მილიონი დოლარი გახლავთ. 

► 2Pac-ის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია 

► ნახეთ: 2Pac-ის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი 21,155 დოლარად გაიყიდა

BMW 750Li, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზიანდა, სრულადაა რესტავრირებული. თუმცა, მგზავრის მხარეს ერთი პატარა ჩაღრმავება, სავარაუდოდ, ნატყვიარი მაინც შეიმჩნევა.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული