Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა ახალი კომპოზიცია Morado და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი ალეხანდრო რამირესია, ფსევდონიმით Sky Rompiendo. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Colores შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა.

► ნახეთ: J. Balvin - Blanco

► ნახეთ: J. Balvin-მა და Bad Bunny-მ კომპოზიციაზე La Canción კლიპი გადაიღეს

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს , განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული