Thumbnail

2018 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის, მაკ მილერის წარმომადგენლებმა არტისტის იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Good News და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნეს. ჩანაწერის პროდიუსერები თავად მილერი და ჯონ ბრაიონი არიან. ტრეკი პიტსბურგელი შემსრულებლის მომავალი ალბომის Circles პირველი სინგლია. სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 17 იანვარს ჩაეშვება.

► 17 იანვარს მაკ მილერის ახალი ალბომი Circles გამოიცემა

► დააკავეს დილერი, რომელმაც მაკ მილერს მოტყუებით ფენტანილი მიჰყიდა

პიტსბურგელი მუსიკოსის შემოქმედება დღეისთვის 5 ალბომს აერთიანებს. მათ შორის კომერციულად ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. არტისტის 2018 წლის ნამუშევარმა Swimming გრემის "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. იმავე წლის 7 სექტემბერს მალკოლმი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება გახდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული