Thumbnail

დეკადის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მუსიკოსმა, ნეივადიუს უილბერნმა, ფსევდონიმით Future, ახალი კომპოზიცია Life Is Good და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ატლანტელი შემსრულებლის ტრეკში მისი ახლო მეგობარი, ტორონტოელი სუპერვარსკვლავი, ობრი გრეემი, იგივე Drake მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერები OZ და D. Hill არიან. კლიპში ასევე ცნობილი არტისტები 21 Savage, Lil Yachty და Mike Will Made It მონაწილეობენ. 

► მოუსმინეთ: Drake & Future - I Know

► ნახეთ: Future-ს დაბადების დღეზე Drake-მა $100,000 ნაღდი ფული მიიტანა

დრეიქი და უილბერნი ახლო მეგობრები არიან. მათ კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს. არტისტების 2015 წლის ერთობლივმა მიქსტეიპმა What A Time To Be Alive მსმენელისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ამ ეტაპზე კოლეგები ხსენებული სტუდიური ჩანაწერის მეორე ნაწილზე მუშაობენ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული